საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3916 ლარის ნაცვლად 2.3999 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
ცვლილება კომერციულ ბანკებში ჯერ არ ასახულა.TBC ბანკი დოლარს 2.435 ლარად ყიდის, VTB ბანკში დოლარი 2.44 ლარი ღირს, რესპუბლიკა ბანკში კი 2.449 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6791 ლარის ნაცვლად 2.6999 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0208 ლარი შეადგინა.