15 იანვარი 2026,   01:05
ვრცლად
არასამთავრობოები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ

ბოლო დღეებში  განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერთან და მთავრობის ყოფილ წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელი პროცესები ბევრ შეკითხვას აჩენს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს.

„მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს ბრალდება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის შესახებ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას სჭირდება გაცილებით უფრო ღრმა და შინაარსობრივი პასუხები გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი,” - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები