15 იანვარი 2026,   16:13
ვრცლად
აჭარაში ალასანიას გუნდმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა თვითმართველი რაიონიდან კოალიცია "ქართული ოცნება" თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს სულხან ღლონტმა მიაწოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნა და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა აჭარაში კოალიცია დატოვეს.

სულხან ღლონტმა თავადაც დატოვა უმრავლესობის შემადგენლობა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„დღეიდან ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ახლა უკვე ოპოზიციიდან,“ - აცხადებს სულხან ღლონტი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები