15 იანვარი 2026,   11:19
ვრცლად
გედევან ფოფხაძე თეა წულუკიანს შეხვდა

გედევან ფოფხაძემ კიდევ ერთი შეხვედრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად იუსტიციის მინისტრი ავრცელებს. 

არაოფიციალური შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა, სავარაუდოდ, წულუკიანმა და ფოფხაძემ იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრეს, რომელიც უმრავლესობის წევრმა დღეს საღამოს სპეციალურ ბრიფინგზე უნდა გააჟღეროს.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ გადაწყვეტილება, დარჩება „თავისუფალ დემოკრატებში“ თუ უმრავლესობაში ყოფნას ამჯობინებს, რამდენიმე საათში საგანგებო პრესკონფერენციაზე უნდა გაახმაუროს.

წულუკიანის გარდა, მან არაოფიციალური შეხვედრა ირაკლი ალასანიასთანაც გამართა, რომლის შემდეგაც თქვა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდებოდა. დღეს ის პარლამენტში გამართულ "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის სხდომას არ დასწრებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები