თედო ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის. დეპუტატი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურების შერჩევის პროცესში საკანონმდებლო ორგანო ჩაერთვება. ჯაფარიძე მზადაა, აღნიშნულ კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთოს.
ჟურნალისტებთან საუბრისას თედო ჯაფარიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა მის კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილავენ.