10 იანვარი 2026,   17:36
ვრცლად
სტიქია ქობულეთში - პრემიერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრისას ქობულეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესით დაინტერესდა. 

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით, კონკრეტული დავალებები მისცა.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა პრემიერს განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე, ზარალის დათვლის დასრულებისთანავე იმსჯელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს ხშირად სტუმრობს და დეტალურად არის ინფორმირებული ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელთა მოგვარება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ასევე - იცნობს მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ავტონომიური რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრაზე პრემიერმა ასევე მოისმინა ანგარიში რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები