NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 47%, ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა, თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.
გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქსა თუ სოფელში გაუარესდა, 47% - იგივე დარჩა, 9% კი ამბობს, რომ გაუმჯობესდა.
თბილისში გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა, 39%-იგივე დარჩა, 7% კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.
NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის დროს 4500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა.