10 იანვარი 2026,   04:54
ვრცლად
გამოკითხულთა 83 პროცენტის აზრით, ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ

NDI-ის მიერ ჩატერებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი კარგი ადგილია ბავშვის აღსაზრდელად 25 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 83 პროცენტს მიაჩნია, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას ცხოვრობენ, 15 პროცენტი კი პირიქით ფიქრობს.

გამოკითხულთა შორის არის როგორც დედაქალაქის, ასევე 9 რეგიონის მოსახლეობა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა  საზოგადოებრივი კვლევის დროს 4 ათას 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. 

კვლევა  საქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტის მუშაობას ეხება. 

დღის ამბები