გამოკითხული თბილისელების 36 პროცენტი თბილისის მერის დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა. 44 პროცენტი კი ნარმანიას მუშაობას საშუალოდ აფასებს.
ნარმანიას საქმიანობით კმაყოფილია 12 პროცენტი. 7 პროცენტს კი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.
NDI - წარმომადგენლებმა 9 ქალაქის მოქალაქეებს კითხეს აზრი როგორ აფასებდნენ ისინი მისი ქალაქის მერის საქმიანობას. 9 ქალაქიდან კი ყველაზე უარყოფითი შეფასება მოქალაქეებისგან თბილისის მერმა მიიღო.
ნარმანის შემდეგ მოდიან ბათუმის და გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
გამოკითხული ბათუმელების 19% გიორგი ერმაკოვის საქმიანობას ცუდად აფასებს, საშუალოდ კი 39% დადებითად 15%, პასუხი არ აქვს კითხვაზე 24%-ს
დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა გორშიც. გამოკითხული გორელების 19% მერის ზურაბ ჯირკველაშვილის საქმიანობას უარყოფითად, 7% კი დადებითად აფასებს. 31% ჯირკველიშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს ხოლო 34%-ს ჩამოყალიბებული არ აქვს პოზიცია.
ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას საქმიანობას გამოკიხულ ზუგდიდელთა 49% საშუალოდ 18% დადებითად 5% კი უარყოფითად აფასებს. საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს 27%-ს
გამოკითხვაში ყველაზე მეტად საკუთარი მერის საქმიანობა მოიწონეს ახალციხეში. გამოკითხულ ახალციხელთა 29% გიორგი კოპაძის საქმიანობას დადებითად 53% საშუალოდ, 8% კი უარყოფითად აფასებს.
შემდეგ თელავის მერი პლატონ კალმახელიძეა. მის საქმიანობას გამოკითხულ თელაველთა 25% დადებითად, საშუალოდ 32%, 11% კი უარყოფითად აფასებს.
მცხეთელების მოწონება დაიმსახურა ქალაქის მერმაც. გამოკითხულ მცხეთელთა 21% ავთანდილ ნემსიწვერიძის საქმიანობას დადებითად, 37% საშუალოდ 18% კი უარყოფითად აფასებს.
ქუთაისის მერის საქმიანობა კი გამოკითხული ქუთაისელების 18 პროცენტმა დადებითად, 46% საშუალოდ 18%მა კი უარყოფითად შეაფასა.