06 იანვარი 2026,   21:31
ვრცლად
"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე მმართველ გუნდს პარლამენტში შეკითხვები არ აქვს

ვიცე-სპიკერი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით გაზპრომთან დაკავშირებით მმართველ გუნდს პარლამენტში ხელისუფლების მიმართ შეკითხვები არ აქვს. როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა ამ მოლაპარაკებებში კითხვის ნიშნებს ვერ ხედავს.

რაც შეეხება მთავრობის პარლამენტში მისვლასა და არსებულ მოლაპარაკებებზე განმარტებების გაკეთებას, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ამ თემაზე სასაუბროდ პარლამენტში მოსვლის საკითხი ენერგეტიკის მინისტრის პირადი გადასაწყვეტია, მმართველი გუნდი მის დაბარებას საკანონმდებლო ორგანოში არ გეგმავს.

დღის ამბები