07 იანვარი 2026,   12:51
ვრცლად
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაურკვეველია"-ზურაბ ტყემალაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ტყემალაძე "არაობიექტურს" უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა კურიერთან საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოსგან წერილობით განმარტებას ელოდება, რათა დადგინდეს თუ რის საფუძველზე მიიღო საკონსტიტუციომ მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება.

„ჩვენთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაურკვეველია, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით,“ - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

ეროვნული ბანკიდან გამოყოფილმა საბანკო ზედამხედველობის სამსახურმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუშაობა დროებით შეწყვიტა. ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების სარჩელზე საბოლოო განაჩენს, მანამდე ახალ სააგენტოს მუშაობა აეკრძალა.

დღის ამბები