06 იანვარი 2026,   23:44
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილს განვიხილავთ და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ - მაია ცქიტიშვილი

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ წერილს განიხილავს და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა, ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომაზე დასწრების სურვილთან დაკავშირებით გააკეთა. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაგზავნილი წერილი ჯერ არ უნახავს.

"როგორც იცით, მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, ამიტომ ფიზიკურად არ გავცნობივარ წერილს. რა თქმა უნდა, ვნახავთ, რა არის, განვიხილავთ და კანონმდებლობის და მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად ვიმოქმედებთ,"  -  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები