12 იანვარი 2026,   11:07
ვრცლად
ფანჯიკიძე ალასანიას პარტიაში

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე  ალასანიას გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა.

ფანჯიკიძე პარტიის წევრი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე გახდა. ის პარტიის გამგეობის წევრი იქნება.

გამგეობის შემადგენლობა ყრილობაზე რამდენიმე წუთის წინ დამტკიცდა.

"როგორც იცით, "თავისუფალ დემოკრატებში" დაბრუნდა შალვა შავგულიძე. ამასთან, პარტიის გამგეობის წევრობაზე თანხმობა განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ასე, რომ დღეს არის ღირსეული ადამიანების შემომატების დღე პარტიაში, რაც ძალიან გვიხარია," - განაცხადა ყრილობაზე პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრები არიან ასევე ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცაგარეიშვილი და სხვები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები