15 იანვარი 2026,   00:45
ვრცლად
ალასანია თავმჯდომარეა

ირაკლი ალასანია პარტიის თავჯდომარის პოსტზე დაბრუნდა. "თავისუფალი დემოკრატების" დღევანდელ ყრილობაზე თავაცვის ყოფილი მინისტრი თავჯდომარედ აირჩიეს. 

ყრილობაზე ალასანია მისმა თანაგუნდელმა ნინო გოგუაძემ წარადგინა და თქვა, რომ ალასანია ის ადამინია, ვინც ბრძოლის ველიდან არასდროს გარბის. "ის ყოველთვის არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს," - განაცახადა გოგუაძემ. 

გოგუაძემ ასევე გაიხსენა ალასანიას ოპოზციაში წასვლის ისტორიაც და თქვა, რომ ალასანია მაშინ წამოვიდა სააკაშვილის მთავრობიდან, როცა დაინახა, რომ სახელმწიფო ავტორიტარიზმის გზას დაადგა. 

ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ერთხმად, 2038 ხმით დამტკიცდა.

დღესვე პარტიის გენერალურ მდივნის თანამდებობაზე ალექსი პეტრიაშვილს აირჩევენ. ყრილობაზე პარტიის წესდების ახალი რედაქციის მიღება და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაციაც იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები