12 იანვარი 2026,   11:03
ვრცლად
უსუფაშვილი პეტრიაშვილის გამოწვევას იღებს

პარლამენტის თავჯდომარე ალექსი პეტრიაშვილის გამოწვევას იღებს და მზად არის, "პოლიტიკური სივრცის თამაშის წესების დაცვით" გააგრძელოს "ბრძოლა და კონკურენცია".

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" დღევანდელ ყრილობაზე ალექსი პეტრიაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

ალექსი პეტრიაშვილმა ყრილობაზე გამოსვლისას თქვა, რომ, როგორც ოპოზიციური პარტია იწვევს ხელისუფელბას პაექრიოობაში, რომლის ბოლო, პეტრიაშვილის თქმით, კეთილი იქნება. 

„ძვირფასო ხელისუფლებავ, მოედანიც თქვენია და მთავარი მსაჯიც სავარაუდოდ. მაგრამ ბურთი მრგვალია. გპირდებით, რომ ჩვენ თამაშის წესებს დავიცავთ, მაგრამ ჩვენ იგივეს მოვითხოვთ თქვენგან. ასევე მინდა, გითხრათ, ერთადერთი, რასაც ვერ გპირდებით, არის ის, რაც ფილმში „პირველი მერცხალი“ დოდო აბაშიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროს თქვა, ნახევარი ძალით დავარტყამ პენალტსო. ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით. თუმცა, გპირდებით, რომ მთავარ გოლს ჩვენი მთავარი გარემტრის კარში სწორედ ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გავიტანთ. საგოლე პასის ავტორები აქ სხედან,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ გარკვეულწილად გამოწვევა მიიღო.

"თავისუფალი დემოკრატები" არ გეგმავენ ოპონირებას ოპონირებისთვის და არც ხელისუფლებაში მყოფი ძალები ვართ იმისთვის, რომ დავტკბეთ ხელისუფლებით," - განაცხადა უსუფაშვილმა. 



ამავე თემაზე
დღის ამბები