"შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა" - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. თამარ ჟვანიას განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შესული. სარჩელი სასამართლოს წარმოებაში ჯერ არ მიუღია.
თამარ ჟვანიამ ეს განცხადება საპილოტე პროექტის საარჩევნო განვითარების სკოლა 2015-ის შემაჯამებელი შეხვედრაზე გააკეთა, სადაც უცხოელ დონორებთან ერთად პროექტის მიმდინარეობის ეტაპები შეაფასეს.
ახალი პროექტის ფარგლებში, საარჩევნო საკითხებზე საქართველოს 10 რეგიონში 600-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდა.