კამათის ფონზე მიმდინარეობდა 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამნტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე.
ოპოზიცია მმართველ გუნდს ახალ წინადადებებს სთავაზობს, რომელიც პენსიების მატებას ეხება.
ნაციონალური მოძრაობის წევრებს შემუშავებული აქვთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ, რომ 2016 წლის იანვრიდან 50 ლარით გაეზაირდოს პენსია. ისინი აცხადებენ, რომ ამისთვის საჭიროა 400 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა ეს თანხა მათი განცხადებთ, შესაძლებელია დაიზოგოს ადმინისტრაციული ხარჯებიდან.
დღესვე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შესთავაზეს კონსულტაციები მმართველ გუნდს და ისინი მზად არიან, რომ ფინანსთა მინისტრს წარუდგინონ საკუთარი წინადადებები.
„მინიმუმ 50 ლარით გაიზარდოს პენსია. სამას ჭირდება დაახლოებით 400 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ ამავე დროს გეტყვით, სად უნდა შევამციროთ კომფორტის ფული, სად უნდა შევამციროთ მანქანების შესყიდვის ფული,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, 8 მილიარდ ნახევარი დოლარი დააკარგვინა სახელმწიფოს ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს ბოლო სამი წლის განმავლობაში.
„ ეს არის ის ფასი, რაც ჩვენ ყველამ ერთად გადავიხადეთ ოცნებაში,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრების ამ განცხადებებს უპასუხა. კაკაურიძის თქმით, ის მზად არის რომ მოისმინოს, ის ციფრები, რისი მოკლებაც ხარჯებიდან შესაძლებელი იყო.