10 იანვარი 2026,   04:27
ვრცლად
"დაზარალებულებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას მივაწვდი" - ფატუ ბენსუდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე ფატუ ბენსუდამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაზარალებულთა იურისტებს დაველაპარაკები, რომ ინფორმაცია მივაწოდო ჩემი მოსამართლეებისადმი მიმართვის შესახებ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.  ასევე დაზარალებულებს ინფორმაციას მივაწვდი საკუთარი უფლებების შესახებ, რომ შეუძლიათ, წარუდგინონ, მიმართონ მოსამართლეებს და საკუთარი შეხედულებები გამოთქვან ჩემს მოთხოვნასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა უფლებამოსილება მომანიჭონ, რომ მოვლენების კონკრეტულ პერიოდზე გამოძიება ჩავატარო. თუ ასეთ უფლებამოსილებას მომანიჭებენ, უფრო ღრმად შევისწავლი ამ პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებს,“-განაცხადა ფატუ ბენსუდამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები