11 იანვარი 2026,   01:42
ვრცლად
"ხალხი არ დაუთმობს ივანიშვილს გახდეს ამ ქვეყნის არაფორმალური იმპერატორი" - გოკა გაბაშვილი

რუსთავი 2-სა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტის განხილვისა პლენარულ სხდომა რამდენიმე საათია მიმდინარეობს.  

სიტყვით გამოსვლების შემდეგ დეპუტატებმა კომენტარები გააკეთეს. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოპოზიციის ინიციატივის პარალელურად აქციებით და საკანონმდებლო ორგანოში ხმაურით, ოპოზიცია ქვეყანა არეულობისკენ მიყავს.

„აქციები პარლამენტის შენობასთან, პარლამენტის დარბაზში ხმაური, დაბეზღებები საქართველოს გარეთ, რომ ჩვენ ხელებს ვუგრეხთ რუსთავი 2-ს, მათი მხრიდან ემსახურება ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაძაბულობა და თვითონ ნახონ ხეირი. ეს არის ცუდად გათვლილი სტრატეგია და ძალიან გავს სასოწარკვეთილი პოლიტიკური ძალიან მიერ დაგეგმილ თემას,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს. უმცირესობა აქციებსაც არ გამორიცხავს.

„ყველას ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი თავისი პაიკების საშუალებით. ისინი არიან მოკალათებული პარლამენტში, მთავრობაში, სასამართლოში, ხელისუფლების ყველა შტოში. მიმდინარეობს ერთიანი მცდელობა კრიტიკული აზრის ჩახშობის, იმისათვის, რომ მათი აზრით 2016 წლის არჩევნებზე არ ქონდეთ პრობლემა. თუ ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ ქვეყანას დაადუმებს და 2030 წლამდე წყნარად იჯდება, ეს არ გამოვა, ქუჩის აქციებიც იქნება, ხალხი არ დაუთმობს ივანიშვილს თავის განზრახვას, რომ აბსოლუტურ სიჩუმეში და ავტორიტარიზმში თვითონ გამდიდრდეს, გაყვლიფოს ქვეყანა, მოატყუოს ხალხი და გახდეს ამ ქვეყნის არაფორმალური იმპერატორი,“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.  

დღის ამბები