07 იანვარი 2026,   13:11
ვრცლად
თამარ ჩერგოლეშვილი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტშია გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე დაკავების შემდეგ ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე არხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და კიდევ ერთი სტუდენტი გულუას 8 ნომერში მდებარე საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, ამის შესახებ რუსთავი2 შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ სტიკერების გაკვრის გამო ჟურნალისტები და ერთი სტუდენტი საპატრულო პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები