თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების თაობაზე კომენტარი გააკეთა მისმა მეუღლემ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება ყოფილი პრემიერის დავალებით ცდილობს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას.
„ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ დაამკვიდროს სტანდარტი, რომ ხელისუფლების ოპონენტთა სიტყვის თავისუფლება, მათ შორის პლაკატების გაკვრა სამშენებლო ღობეებზე ან თუნდაც ბოძებზე, იყოს დასჯადი, მაშინ როდსაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიერ დასპონსორებული და შექმნილი ჯგუფების ძალიან აგრესიული პლაკატები მთელს ქალაქში იყო მოფენილი. ეს არის პირდაპირ იმის დემონსტრირება, რომ შინაარსის მიხედვით ხდება მოქმედებები მთავრობის დავალებით პოლიციის მხრიდან,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც ცნობილია, გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს. დაკავებულები აქციაში მონაწილეობდნენ, რომელსაც ორგანიზაცია ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის მართავდა.