12 იანვარი 2026,   07:19
ვრცლად
"შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე!"- დავით ზურაბიშვილი

"შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე!"-ასე ეხმაურება Facbook-ის საკუთარ გვერდზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრი დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის დაკავებას. 

"რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში,"-წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები