ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, ივანიშვილის თქმით, მისი ინიციატივით შედგა.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.
დღევანდელი გადაცემიდან გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად აფასებს ირაკლი ალასანიას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების გადაწყვეტილებას.
ივანიშვილმა თქვა, რომ ის ამ პოსტზე არჩევას თავდაცვის ყოფილ მინისტრს არ ურჩევდა, რადგან, ივანიშვილის აზრით, მისი მისამართით პროკურატურას აქვს კითხვები და, როცა პარტიის ლიდერზე ასეთი კითხვები ისმის, მისი თავმჯდომარედ არჩევა არასწორია.
"ის ამ კითხვების ფონზე კი არ გადადგა, არამედ თავმჯდომარის პოსტზე არჩევა ისურვა," - აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ მას პირადი უთანხმოება ალასანიასთან არა აქვს. ყველა მოვლენას კი 2016 წელს არჩევნებზე გაეცემა პასუხები.