„როცა ტყვია-წამლის ფული არ აქვს თავდაცვის სამინისტროს, რათ უნდოდა ინტერნეტის მაგისტრალი? რატომ იჩქარეს?" - ასე დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტთან“ გაფორმებულ ტენდერზე საუბარი.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიამ მინისტრობის დროს შეცდომა დაუშვა და იჩქარა. ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ გაფორმებულ ტენდერთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება.
ივანიშვილისთვის გაუგებარია, თუ რაში სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტის მაგისტრალი. მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ მოხდა ტენდერის დასრულებისთანავე სრული თანხის გადარიცხვა კომპანია "სილქნეტის" ანგარიშზე.
„არ ვიცი, რატომ მოხდა თანხების ასე სწრაფად გადარიცხვა მაშინ, როდესაც ბატიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში "დელტაკომისგან" აღნიშნული მომსახურება უფასოდ მიიღო," - ამბობს ივანიშვილი.
ის დეტალურად საუბრობდა გასატარებელ ხაზებზე, წვერებზე, აქედან გამოსაყენებელ თუ თავისუფალ რესურსზე, პერსპქტიულ პოტენციალზე და ა.შ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის კთხვაზე, იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებების მერე საიდუმლო საქმის მასალებს, ექპრემიერმა უარყო და განაცხადა რომ მისი ეს განცხადებები ანალიზის შედეგია.