ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ალასანიას თემას დიდი დრო დაუთმო და თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბაბს ეძებდა ოპოზიციაში წასასვლელად. ამის მიზეზად კი ივანიშვილი ასახელებს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას პროკურატურა სწავლობდა.
ყოფილი პრემიერი ხაზს უსვამს, რომ პირადული უთანხმოება მას ალასანიასთან არა აქვს, რადგან "ბოღმიანი ადამიანი არ არის", მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესები სწორედ ასე შეფასეს, თითქოს ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, როცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „თავისუფალი დემოკრატების“ თავჯდომარედ დაბრუნების შესახებ განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, პროცესები პირიქით იყო. ალასანიას ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროსი პროკურატურის შესვლას მოყვა. ივანიშვილის თქმით, 5 თვის წინ დაიწყო პროკურატურამ მოკვლევა და 2 თვეში ალასანიამ გააკეთა განცხადება და "ისე, რომ ინტრიგაც არ დატოვეს, პირდაპირ თქვეს, რომ ის თავჯდომარე გახდებოდა".
"ვფიქრობ, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს," - აცხადებს ივანიშვილი.