12 იანვარი 2026,   14:40
ვრცლად
„ნაციონალები“ გვისმენენ, აბა რა იცოდა „რუსთავი 2-მა“, მე და ალასანია რომ შევხვდებოდით?“- ბიძინა ივანიშვილი

„იმ დღეს მე და ირაკლი ალასანია შევთანხმდით შეკრებაზე და მოგვადგა "რუსთავი2" ზუსტად 15 წუთში. საიდან გაიგეს მათ? მე ეჭვი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გვისმენს. ეს არაა რთული," - განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

ექსპრემიერმა ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. ივანიშვილს უკვირს, თუ საიდან იცოდა ტელეწამყვანმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმები გადაცემასთან დაკავშირებით.

ეს განცხადებები ბიძინა ივანიშვილმა მოსმენების შესახებ კანონზე საუბრის დროს გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ „საქართველომ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონოს“,  თუ სად უნდა იყოს გასაღები.  ექსპრემიერი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა არასწორია.

„მინიმუმ 3-4 ქვეყნის მაგალითი მოიყვანონ, სად არის მსგავსი რეფორმა გატარებული,“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ექსპრემიერი ფიქრობს, რომ არ უნდა მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკნინება.

„ანგარიში უნდა გავუწიოთ შსს-ს და  არ უნდა დავასუსტოთ ის. მსოფლიოში ყველას ჰგონია, რომ უსმენენ. ეს პრობლემები არ არის უკეთესად სადმე, ვიდრე ჩვენთან. ამ მხრივ საქართველო არ არის უარესებში,“  - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

ის ფიქრობს რომ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო არავის უსმენს  და იმის მოთხოვნა, რომ ე.წ. გასაღები არ იყოს შსს-ს ხელში, ეს ემსახურება ერთად-ერთ მიზანს, რომ დაასუსტონ ეს ორგანო.   

„არავინ ამბობს გვისმენენო. ამას მხოლოდ "ნაცები" ამბობენ და აქვეყნებენ რაღაცეებს,“- აცხადებს ივანიშვილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები