12 იანვარი 2026,   14:39
ვრცლად
პეტრიაშვილი თავდაცვის ახალ მინისტრს ჰპირდება, რომ მის საქმიანობას ნატო-ს მიმართულებით მონიტორინგს გაუწევს

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს, ალექსი პეტრიაშვილს გული სწყდება მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო. მისი თქმით, "დღეს ყველა გამოდის იმ არგუმენტებით, რომლითაც საუბრობს პროკურატურა. ჩემთვის ეგ გულდასაწყვეტია. არ მიმაჩნია სწორად და კარგ მოვლენად, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, რომ გამოძიება იქნა მიყვანილი ბოლომდე".

ალექსი პეტრიაშვილი ახალ თავდცავის მინისტრს წარმატებებს უსურვებს და ამბობს, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით დასრულების სტადიაშია ხელმოსაწერი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სერიოზულ პოზიციებზე გადაიყვანს და პეტრიაშილი ჰპირდება ახალ მინისტრს, რომ ამ საკითხის შესახებ მონიტორინგს ბოლომდე გაუწევენ.

ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ორი გოლის გატანას აპირებენ,  ერთის ხელისუფლების და მეორის - მთავარი მოწინააღმდეგის, რუსეთის კარებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში წასვლის მიუხედავად აპირებენ, ითანამშრომლონ კოალიციაში შემავალ იმ ძალებთან, რომლებიც არიან ევროპული ფასეულობების ერთგულები. 

დღის ამბები