12 იანვარი 2026,   14:34
ვრცლად
ივანიშვილი ღარიბაშვილს პოლიტიკურ სიმწიფეს უწუნებს

"ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურ სიმწიფეს მეც ვუწუნებ. განცხადებები, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო," - ამის შესახებ მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ივანიშვილმა ღარიბაშვილის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი ტონით ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო.

"პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელიც, რა თქმა უნდა. თუ გნებავთ ის განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და ამან აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მიუხედავად ამ განცხადებებისა,  ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ  ღარიბაშვილი "ძალიან გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული პრემიერ-მინისტრია, რომელიც 24 საათს მუშაობს".

დღის ამბები