10 იანვარი 2026,   10:22
ვრცლად
NDI სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსთა მოწონებების რეიტინგის არმოხვედრას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების კვლევას უკავშირებს

NDI სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსთა მოწონებების რეიტინგის არმოხვედრას კვლევის მიზანს - ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების კვლევას უკავშირებს.

ამის შესახებ განმარტება დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა, კვლევის პრეზენტაციის შემდეგ  ჟურნალისტებთან გააკეთა.  

"რაც შეეხება მოწონება-არმოწონების საკითხს, ეს ამ შემთხვევაში არ დავსვით, რადგან, როგორც იცით, ამ კითხვარის ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, რომლებიც ორშაბათს წარვადგინეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში არ გავზომავთ ინდივიდუალურ რეიტინგებს," - განაცხადა ლორა თორნტონმა. 

NDI-მა დღეს სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა.  

კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში  საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.

დღის ამბები