„ვიზიტები უყვარს ძალიან. ისე რომ, სკანდალებსაც აწყობს. ახლა გავიგე, ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების სამიტზე ყოფილა ავსტრიაში. არადა, ზღვაც გვაქვს და გასასვლელიც,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტს დღეს არაფერი უფლებები არ აქვს კონსტიტუციით და მარგველაშვილი ცდილობს, რომ თავი ისე წარმოაჩინის, თოითქოს რაღაცას აკთებს.
"ვეტო ვეტოსთვის, ვიზიტი ვიზიტისთვის, - ეს არის პრეზიდენტი," - ამბობს ივანიშვილი.
ექსპრემიერი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილის ქმედებები არასწორი და ქვეყნისთვის საზიანოა.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კანონს დაადო ვეტო იმიტომ, რომ ის კონკურენციაშია ხელისუფლებასთან. ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის ქმედებები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში ჯდება.