12 იანვარი 2026,   14:40
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობაში“ ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური დაკავებები გაგრძელდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები გაგრძელდება. ოპოზიციური პარტიის წევრები ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს მიერ გუშინ, 8 ნოემბერს, მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, ხონის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე პოლიტიკური პატიმრები არიან.

გუშინ ქუთაისის სასამრთლომ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმას ლევან ბობხიძეს სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე სახლემწიფო ქონების გაფლანგვის ხელშეწყობის ბრალდებას ეხება. ამ საქმეზე ლევან ბობოხიძესთან ერთად კიდევ ორი ადამიანი - ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე არიან დაკავებული. ჯიბუხაიას და მის მოადგილეს 9 თვე მოხდილად ჩაეთვალა, ჯიბუხაია პატიმრობაში კიდევ 2 წელისა და 4 თვეს გაატარებს. ლევან ბობოხიძე კი სასჯელის მოსახდელად სასამართლოს დარბაზში გუშინ დააპატიმრეს.

დღის ამბები