11 იანვარი 2026,   18:15
ვრცლად
ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემო ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინტიტუტში განიხილა

წინასაარჩევნოდ შექმნილ მედიაგარემოს განიხილავდა ირაკლი ალასანია ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტში, სადაც ის IRI-ის  ვიცე პრეზიდენტს შეხვდა.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის თქმით, მას იმედი ქონდა, რომ საქართველო ბევრად უკეთეს გარემოში იქნებოდა, თუმცა ქვეყანაში ამჟამად მედიაზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს.

ამერიკაში ვიზიტის დროს ირაკლი ალასანია გეგმავს შეხვედრებს თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის ორივე პალატაში.

ალასანია ხვდება სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს - ვიქტორია ნულანდს და თომას მელიასაც.

"ერთერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, იყო არჩვების წინ საარჩვენო გარემო. ვისაუბრეთ პარტიების ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე. ასევე მედიის თავისუფლებაზე, რომელიც 2012 წლის შემდეგ გვეგონა, რომ ბერად უკეთეს გარემოში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობის გადაწყვეტილებებით პირდაპირ მიმდინარებს მედიის შეზღუდვის მცდელობები," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღის ამბები