საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა შვედეთის ელჩმაც. მარტინა ქვიქი მოხარულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელი რჩება.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა მისი შესაფასებელი არ არის, თუმცა ევროკავშირის მხრიდან მოხარულია, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია ევროპული კურსის უცვლელობის შესახებ. შვედეთის ელჩის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა ამ მიმართულებით არ შეცვლილა.