15 იანვარი 2026,   12:02
ვრცლად
ხელშეკრულება, რომელსაც ალასანია აწერდა ხელს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურებოდა - მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მისი გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი გადადგომის ერთერთ მიზეზად დაასახელა პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, როდესაც თავდაცვის მინისტრი მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა.

„თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა პარიზში და ბერლინში, ეს ორი დედაქალაქი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ყველამ იცის, რომ ეს 2 ქვეყანა არის სკეპტიკოსი ქვეყანა, რომლებსაც მაინცდამაინც სწრაფი ნაბიჯებით საქართველოსკენ სვლა არ უნდათ. თავდაცვის მინისტრი იყო, რათა დაერწმუნებინა თავისი კოლეგები, რომ ჩენ მზად ვართ ყველაფერ იმისათვის, რაზედაც არის ლაპარაკი [ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით]“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, პროკურატურის ქმედება იყო ნიშანი იმისა, რომ თავდაცვის მინისტრს ხელი უნდა შეშლოდა მუშაობაში.

„არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია, არ დაურეკავს მისთვის არავის და არ უთქვამს, რომ ასეთი რამე იყო მოსალოდნელი, არ გაუფრთხილებია არავის. წარმოიდგინეთ, როდესაც შედიხარ შეხვედრაზე და ძალიან კარგად იცი, რომ იმ კოლეგამ ვისაც უნდა ელაპარაკო, ეს ყველაფერი უკვე იცის. არადა შენი იქ ჩასული ხარ იმისთვის, რომ მოჰყვე როგორ ებრძვი კორუფციას, როგორი გამჭვირვალეა შენი სისტემა, როგორი რეფორმები განახორციელე.  თუკი ეს აღმოჩნდა სპეციალურად გაკეთებული, არის ერთი უბედურება. თუკი ეს აღმოჩნდა ისე, რომ არ იცოდა არავინ, ეს არის მეორე უბედურება“, - დასძინა ფანჯიკიძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირაკლი ალასანია პარიზსა და ბერლინში ხელს აწერდა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები