14 იანვარი 2026,   23:38
ვრცლად
პრემიერმა იცოდა, რომ ჩვენ მივიღებდით გადადგომის გადაწყვეტილებას - ფანჯიკიძე

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობებს.

ფანჯიკიძის თქმით, მას შემდეგ, რაც დაიძაბა სიტუაცია თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანი, ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

„ძალიან კარგად იცოდა საქართველოს პრემიერმა, რომ თუკი ეს მოვლენები ასე განვითარდებოდა, ჩვენ ზემოთჩამოთვლილები: ალექსი პეტრიაშვილი და მე დავით ზალკალიანი აუცილებლად მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას. დავით ზალკალიანს დ ალექსი პეტრიაშვილს ჰქონდათ შეხვედრა პრემიერთან ცალკე, იმ დღეს მე არ ვიყავი თბილისში. მეორე დღეს მქონდა მე მასთან შეხვედრა, ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრეთ და მან ძალიან კრგად იცოდა, რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არვის ჰქონია მცდელობა, რომ მათ გადადგომის გადაწყვეტილება არ მიეღოთ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები