15 იანვარი 2026,   00:44
ვრცლად
"ეთნიკური ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბარი არასწორია," - შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ახმეტაში მომხდარ დაპირისპირებაზე საზოგადოების შეშფოთებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ჩხუბი იყო ერთი სოფლის მცხოვრებლებს შორის და რაიმე ეთნიკური ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბარი არასწორია. მინისტრის მოადგილე ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას ჩხუბში მონაწილეთა პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

„არავინ არ გაუშვიათ, დაკავებული არიან ჩხუბზე. ჩვენი მოქალაქეები არიან, მოუვიდათ ჩხუბი ჩვეულებრივად და ასეთი შეიძლება მოხდეს დღეში ორი-სამი ფაქტი. ჩვეულებრივი თემა იყო, სოფლელებმა იჩხუბეს ერთმანეთთან,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები