05 იანვარი 2026,   16:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 4 საათზე თამაზ ურთმელიძის დედის პროცესია დაგეგმილი

საქალაქო სასამართლოში 27 ოქტომბერს დღის 4 საათზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის მდინარა გიორგობიანის პროცესია ჩანიშნული. საქმის განმხილველი მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედა მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 118-ე მუხლის 1 ნაწილით მისცა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა, გამოძიების ცნობით 2014 წლის 7 იანვარს მოხდა. მდინარა გიორგობიანი გამოძიებამ სიძის ვალერიან სილაქაძის ნაჯახით დაჭრაში ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ დაადანაშაულა. საქმის წინა სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს გაგრძელდება.

იურისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმით ცდილობს პროკურატურა, თამაზ ურთმელიძისგან რუსთავი2–ის საქმეზე მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები