08 იანვარი 2026,   11:25
ვრცლად
"როგორც მე მახსოვს მაშინ ჩემი პოზიცია კბილაშვილისას არ ემთხვეოდა,"- ივანიშვილი ბედუკაძის საქმეზე

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ კადრები მთავრობის მიერ არ ვრცელდება, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეჭვები უნდა გაიფანტოს. 

"როგორც მე მახსოვს მაშინ ჩემი პოზიცია კბილაშვილისას არ ემთხვეოდა. ძველი ფაქტია და ზუსტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. პასუხისმგებლობა მას ეკისრება ვინც ავრცელებს, თუ ეჭვია, რომ მთავრობაში არის პირი ვინც გაავრცელა, ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს. მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. საერთოდ ძალიან ცუდია როდესაც ამას საზოგადოება უყურებს. ეს ცუდ გავლენას ახდენს. არ არის სასურველი რომ ესეთი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდებოდეს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

 

 

დღის ამბები