05 იანვარი 2026,   17:04
ვრცლად
"მე მგონია, რომ დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს,"- ივანიშვილი

"მე მგონია, რომ დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს,"- ეს განცახდება დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყოფილმა პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია და მთავრობისგან მოითხოვა, რომ აამოქმედოს კანონი და ოფისების განაწილება შესაბამისად მოხდეს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას ამ საკითხზე ბევრი თანამოაზრე ჰყავს. 

"კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მე მგონია, დღეს იმპიჩმენტის საფუძველი  არ არსებობს, მაგრამ მთავრობამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე თავისი გადაწყვეტილება ოფისებთან დაკავშირებით. მე რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელიკატურობას, როდესაც ანგარიში გაუწიეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ გაამწვავეს ვითარება, არ მისცეს კანონიერი სვლა პროცედურას და დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს. შეიძლება, ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენი შეიძლება ლოდინი? თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა, მე კიდევ ამოვიღებ ხმას და მძაფრად მოვითხოვ, ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე მყავს,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 

 

 

დღის ამბები