„აფხაზთა კრება“ 15 ნოემბრის აქციას უერთდება. აქციას ორგანიზებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწევს.
„აფხაზთა კრებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები დღეს შეათანხმეს. „აფხაზთა კრება“ 43 ორგანიზაციას აერთიანებს.
15 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე შეკრებილები რუსეთის ქმედებებს გააპროტესტებენ, მათ შორის რუსეთის მიერ აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციაში ჩართვისკენ თითოეულ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდებს.