ახალი თავდაცვის მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა. მხარეებმა ალიანსთან თანამშრომლობის პროგრამები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმას.
დღესვე მინდია ჯანელიძემ I საარტილერიო ბრიგადას დაბადების დღე პირადად მიულოცა. მასთან ერთად იმყოფებოდა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძეც, რომელმაც არტილერისტების დიდ როლზე ილაპარაკა.
"არტილერისტებმა თავისი სიტყვა თქვეს აფხაზეთის, ოსეთის კონფლიქტის დროს და განსაკუთრებით, 2008 წელს. ქართული არტილერია იყო, არის და იქნება ის ძირითადი ძალა, რომელიც განაპირობებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას," - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.