ვიცესპიკერი და მმართველი გუნდის წევრი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში გასულ გრიფით საიდუმლო ინფორმაციას ციხის კადრებთან დაკავშირებით არ იცნობს და ამბობს, რომ ის არ ენდობა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებს და არც მის წამყვანს.
"არ ვუყურებ განსხვავებულ აქცენტებს, არ ვენდობი კვესიტაძეს, არ ვუსმენ ელისო კილაძეს. რუსთავი 2 ავრცელებდა ამ ინფორმაციას თავიდანვე 2012 წელსაც, რომ ეს კადრები იყო დადგმული,"- აცხადებს კობახიძე.
ვიცესპიკერმა დღესვე საგამოძიებო ორგანოსაც მიმართა და მოუწოდა პროკურატურას დაიწყონ გამოძიება, ხომ არ ავალებდა სააკაშვილი და ადეიშვილი ხალხის წამებას.