2006 წლის 2 მაისს სანაპიროზე მომხდარი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სისხლიან სპეცოპერაციად შეაფასა და ხელმძღვანელი პირები დამნაშავედ ცნო.
ღონისძიების უშუალო ხელმძღვანელსა და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განზრახ მკვლელობისთვის 12 წლიანი სასჯელი განესაზღვრა კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი ცააძეს.
ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან ერთად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ნაკანი და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე მუხლით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გამომძიებელ ლევან ბეროძესაც. ბრალდებულების ოჯახის წევრები განაჩენს პოლიტიკური საფუძვლით ხსნიან.
ბრალდებულების ახლობლების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებიც. ისინი მოსამართლისგან სასჯელის უმაღლეს ზომას ელოდებოდნენ.
ავტორები: ქეთი ნადიბაძე, გიგლა თუმანიშვილი, ტატო გურგენიძე, ვახო ბუნტური.