16 იანვარი 2026,   20:18
ვრცლად
პრეზიდენტმა პარლამენტს დაწუნებული კანდიდატურები მეორედ წარუდგინა

უზენაესი სასამრთლოს მოსამართლის ორ ვაკატურ თანამდებობაზე  ერთხელ უკვე დაწუნებული კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს მეორედ წარუდგინა.

ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდატურებზე საკანონმდებლო ორგანო უახლოეს დღეებში იმსჯელებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღებენ.  

დაუჭერს თუ არა მმართველი კოალიცია მხარს გიორგი მგრველაშვილის შერჩერულ კანდიდატებს, ჯერეჯრობით უცნობია. ეს კანდიდატურები პარლამენტში ერთხელ უკვე ჩავარდა, რადგან მათ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.  მარგველაშვილმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაადასტურა, რომ ჩაგდებულ მოსამართლეთა კანდიდატურებს პარლამენტში  ხელმეორედ წარადგენდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, პრეზიდენტმა მოსამართლეთა ეს ორი კანდიდატურა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის პრინციპით  შეარჩია.

ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში 16 მოსამართლეა და მათი შერჩევის პრეროგატივა პრეზიდენტს ეკუთვნის. პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატებს კი პარლამენტი ამტკიცებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 10 წლის ვადით ირჩევა.    

დღის ამბები