საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონეთს ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასს შეხვდება. მთავრობების მეთაურები ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმსაც მოაწერენ ხელს.
საქართველოს დელგაციის წარმომადგენლები პრემიერის ესტონეთში ვიზიტს "ძალზედ მნიშვნელოვანს" უწოდებენ და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მის აქტიურ მხარდაჭერას უსვამენ ხაზს.
„ესტონეთი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ თანმიმდევრული მუშაობით რეფრომების ერთგულებით, ევროპული და ევროანტლანტიკური კურსისადმი ერთგულებით სახელწმიფო აღწევეს წარმატებას, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
ქართული დელეგაცია ასევე მზად არის ესტონეთში რუსთავი 2-ის თემაზე მოსალოდნელ დასმულ კითხვებზე საპასუხოდაც.
პრემიერმინისტრი ხვალ ესტონეთის პრეზიდენტსა და პარლამნეტის თავმჯდომარეს შეხვდება.