რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაიზარდა. თუ დღემდე განაკვეთი 7% იყო ხვალიდან ის 7.50% იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა პირდაპირ იმოქმედებს სესხის პროცენტზე. მოქალაქეს, რომელსაც სეხი ლარში აქვს აღებული და ის მიბმულია რეფინანსირებაზე მოუწევს იმაზე მეტი თანხა გადაიხადოს, ვიდრე აქამდე იხდიდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოში რეფინანსირების განაკვეთი 6% იყო. 29 სექტემბერს კი ერთი პროცენტით გაიზარდა და 7% შეადგინა.
წელს რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეექვსედ შეიცვალა და ყველა ცვლილების დროს ის ნახევარი ან ერთი პროცენტით გაიზარდა.
გასული წლის სექტემბერში ანუ 2014 წელს რეფინანსირების განაკვეთი კი 4 პროცენტი იყო. 2013 წელს კი 3.75. რაც შეეხება 2012 წელის სექტემბრის თვის მონაცემს მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 5.75 იყო.