საპარლამენტო უმრავლესობაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მარიკა ვერულაშვილი პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების სხდომას დაესწრო.
დეპუტატმა გადაწყვეტილების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ამბობს, რომ ფრაქციის სტრატეგიაზე მისი თავმჯდომარე გააკეთებს განცხადებას.
„ფრაქცია შეიქმნა, როგორც იცით და კომენტარს დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე გაკეთებს“, - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.