16 იანვარი 2026,   02:55
ვრცლად
"რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი", - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, სამაუწყებლო კომპანიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა. გვარამიას თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო. 

"გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). მოედი მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!" - წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. 

განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ 5 ნოემბრითაა დათარიღებული. 

დღის ამბები