13 იანვარი 2026,   08:19
ვრცლად
„დანაპირებები შესრულებულია,“ - ნოდარ ხადური პენსიების 10 ლარით გაზრდაზე

მომავალი წლიდან  პენსიები 10 ლარით იზრდება. გადაწყვეტილება მიღებულია. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს. სხდომას სპეციალური სტატუსით ფინანსთა მინისტრი,  ნოდარ ხადური დაესწრო.

მინისტრს მიაჩნია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დანაპირები პენსიების მატებასთან დაკავშირებით შესრულებულია. ის ფიქრობს, რომ პენსიის 10 ლარით მატება 2016 წელსაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სულ 720 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.

არსებული ინფორმაციით, პენსიები სასმელსა და სიგარეტზე აქციზის გადასახადის გაძვირებით ხარჯზე გაიზრდება.

ამ დრომდე უცნობია, თუ მთლიანობაში რამდენი იქნება  ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

2015 წლის ბიუჯეტის განსილვას არ დასწრებია დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის ხელმძღვანელია. ის ალასანიას გუნდის წევრია და თავის დროზე მან გააპროტესტა ბიუჯეტის პროექტი იმის გამო, რომ მომავალი წლისთვის პენსიების გაზრდა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.   

ამავე თემაზე
დღის ამბები