ორი ლარი და ორმოცი თეთრი, ესაა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც სავარაუდოდ უახლოესი თვეების განმავლობაში შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ნეგატიური გავლენები, რომლებიც ლარის გაუფასურებას იწვევდა მიმდინარე კურსში უკვე აისახა.
ლარის არსებული კურსის შენარჩუნება რომც მოხდეს, ოპოზიციის თქმით მოსახლეობამ რყევებით ისედაც მნიშვნელოვნად იზარალა. ოპოზიცია ეკონომიკის ზრდის 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ფონზე არც სამომავლოდ ელოდება დადებით ტენდენციებს.
ოპოზიციის მოსაზრებას მმართველი გუნდი არ იზიარებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეკონომიკური ზრდა უკვე დაგეგმილზე მეტია.
ბოლო ერთი წლის განავლობაში ლარი 65 თეთრით გაუფასურდა, შარშან 7 ნოემბერს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიამრთებაში ერთი ლარი და 75 თეთრი იყო.
ავტორი: თეონა ცხომელიძე